ისინი ფსიქოტროპული მედიკამენტების გავლენის ქვეშ იმყოფებიან: დაქირავებულთა ყოფნის დამადასტურებელი ვიდეო
არცახის თავდაცვის არმიამ ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ადასტურებს დაქირავებული ტერორისტების ყოფნას კონფლიქტის ზონაში. ამ ვიდეოს დაქირავებული სამხედროები არიან არცახ-აზერბაიჯანის ფრონტის ხაზის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. შტაბში ორ ათეულზე მეტი დაქირავებულია. თავდაცვის არმია ყურადღებას ამახვილებს მათ უცნაურ საქციელზე. ისინი არარეგულარულ და არაბუნებრივ მოძრაობებს აკეთებენ. თავდაცვის არმიის ცნობით, ისინი ფსიქოტროპული წამლების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან.
”ძირითადი ტაქტიკური წესების სრული არარსებობა”, – ნათქვამია ვიდეოში.
შემდეგ კადრში ვხედავთ, რომ აქტიური საბრძოლო მოქმედებების არეალში დაქირავებულები წინ მიიწევენ ისე, თითქოს გასეირნებას აპირებენ.
ვიდეოში ასევე ნაჩვენებია, რომ დაქირავებულებს აცვიათ არააზერბაიჯანული ფორმა.
”აბსოლუტური გულგრილობა დაჭრილი თანამებრძოლის მიმართ”.
დაჭრილი ვარდება, ის დახმარებას ითხოვს, ბოევიკი ახლოს დგას, რამდენიმე სიტყვას ეტყვის და წინ მიიწევს, თან საერთოდ არ ზრუნავს თანამებრძოლის ბედზე.
თავდაცვის არმია პოსტკრიპტით აცხადებს, რომ კადრში მყოფი ყველა ტერორისტი განურჩევლად მოკლულია თავდაცვის არმიის მოხალისეების მიერ.