მთავარიპოლიტიკა

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი სომეხი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულებით დაიწყო. პუტინი

კონფლიქტი მთიან ყარაბაღში სომეხი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულებით დაიწყო, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

”ეს კონფლიქტი დაიწყო არა როგორც სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტი ან ბრძოლა ტერიტორიებისათვის, არამედ ეთნიკური დაპირისპირებიდან. სამწუხაროდ, ეს ფაქტია, როდესაც სომეხი ხალხის მიმართ სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს სუმგაითში, შემდეგ კი მთიან ყარაბაღში”, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა ვალდიმირ პუტინმა სადისკუსიო კლუბში ,,ვალდაი“, იუწყება NTV.

პუტინმა აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებით არავინ არის დაინტერესებული უფრო მეტად, ვიდრე რუსეთის ფედერაცია.

”ეს ჩვენთვის განსაკუთრებული სიტუაციაა. ჯგუფი ჩამოყალიბდა 1992 წელს, რომლის თანათავმჯდომარეები არიან რუსეთი, საფრანგეთი და შეერთებული შტატები. ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს მოლაპარაკებების პროცესის ორგანიზებაზე. მე 100% დარწმუნებული ვარ, რომ პროცესის ყველა მონაწილე გულწრფელად ცდილობს სიტუაციის მოგვარებას. მაგრამ მასში არავინ არის იმდენად დაინტერესებული, როგორც რუსეთი”, – აღნიშნა მან.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, თუ მთიანი ყარაბაღის მოლაპარაკებებმა 30 წლის განმავლობაში შედეგი არ გამოიღო, ეს არ ნიშნავს, რომ სამხედრო ოპერაციები უნდა დაიწყოს.

პუტინის თქმით, ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ რუსეთის პოზიციები არ ემთხვევა თურქეთის პოზიციებს.

ნახეთ მეტი
Back to top button