მთავარიპოლიტიკა

მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხი ჩვენთვის ფუნდამენტურია: სომხეთის პრემიერ მინისტრი

როდესაც საქმე საომარ მოქმედებებს ეხება, მიზანშეწონილი არ არის ასეთი დათმობების განხილვა. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სააგენტო “ინტერფაქსისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მან პასუხი გასცა კითხვას, თუ რა დათმობისთვისაა იგი მზად,  ეს არის აზერბაიჯანისთვის 7 რეგიონის გადაცემაა თუ სომხეთის შეიარაღებული ძალების მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოების ზონიდან  გაყვანა.

”მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ძალები ახლა სანგრებშია. ამ დროისთვის თურქეთის მიერ აზერბაიჯანში გადაყვანილი ტერორისტული დაჯგუფებების ძალები, დაქირავებულები და ტერორისტები კონკრეტულად უტევენ მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ძალებს. გესმით იმ ხალხის მდგომარეობა, რომლებიც იქ იბრძვიან არა აზერბაიჯანის წინააღმდეგ, ანუ არა აზერბაიჯანის არმიის, არამედ ტერორისტების წინააღმდეგ? ამ სიტუაციაში, წარმოგიდგენიათ მათი რეაქცია, თუ მე ვიტყვი, რომ მზად ვარ კომპრომისზე წასასვლელად? მე ვთქვი, რომ მზად ვართ აზერბაიჯანთან კომპრომისზე წასასვლელად”, – თქვა მან.

ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხია. მაგრამ ახლა მთელი ეს პროცესი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის კონტექსტს სცილდება. პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის მთიანი ყარაბაღის საკითხის ირგვლივ მოლაპარაკებებს უნდა  დავუბრუნდეთ. ტერორისტების არსებობას კონკრეტული შედეგები მოაქვს არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ რეგიონის მახლობელი ქვეყნებისათვის. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის ქვეყნებმა პირდაპირ და ოფიციალურად აღიარეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ტერორისტული ჯგუფების არსებობა, მათ ჯერ არ მიუღიათ კონკრეტული ანტიტერორისტული ზომები. ეს არის მთავარი მომენტი, მთავარი დაბრკოლება, რომელიც ხელს გვიშლის დიპლომატიური გადაწყვეტის მიღწევაში.

ჯერ ტერორისტების საკითხი უნდა გადაწყდეს, რადგან თუ ისინი აქ წარმატებას მიაღწევენ, ისინი სამხრეთისაკენ და ჩრდილოეთისაკენ  გადაინაცვლებენ.  რადგანაც მათი პროფესიული სამუშაო   ტერორი, დესტაბილიზაციაა და  მათთვის მნიშვნელობა არ აქვს სად გააკეთებენ ამას“, –  თქვა პრემიერ მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button