პოლიტიკა
როგორც აზერბაიჯანის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ დიპლომატიური დიალოგისთვის, ასევე თურქეთის შემთხვევაშიც: ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ლაპარაკობს სომხეთის პოზიციაზე, რომლის თანახმად, ჩვენი ქვეყანა მზადაა თურქეთთან ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისათვის. როგორც “არმენპრესი” იუწყება, “ინტერფაქსი ” სომხეთის პრემიერ მინისტრისგან დაინტერესდა, მიიჩნევს თუ არა იგი სომხეთ-თურქეთის შერიგებას გარკვეულ ეტაპზე, თუ ყველაფერი უკვე დაკარგულია.
”ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ სომხეთი მზადაა დიპლომატიური ურთიერთობების დასამყარებლად ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. რა თქმა უნდა, ეს მოვლენები, ეს ომი დაძაბულობას მატებს ურთიერთობებს, მაგრამ, როგორც აზერბაიჯანის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ დიპლომატიური დიალოგისთვის, ასევე თურქეთის შემთხვევაშიც”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.