რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე პანკინმა განაცხადა, რომ არასწორია ლაპარაკი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის თავდაცვის პოტენციალის გამოყენებაზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების დროს.
”კონფლიქტი არ გადავიდა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სომხეთის მხრიდან ოფიციალური განცხადება არ ყოფილა. კუხო ეხმარება თავის წევრ ქვეყნებს გარკვეულ სიტუაციებში, როდესაც აშკარა აგრესიაა. ”ახლა ჩვენ ვსაუბრობთ მთიან ყარაბაღზე, რომელიც სომხეთმა არ ცნო და არ ცნობს თავისი ტერიტორიის ნაწილს”, – განუცხადა პანკინმა ჟურნალისტებს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საომარი მოქმედებების გამწვავებისა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გადაადგილების შემთხვევაში, ერევანმა შეიძლება დახმარებისთვის თხოვნით მიმართოს რუსეთს და კუხო- ს.