მთავარიპოლიტიკა

საქართველო. არცახის მხარდაჭერა, ლოცვა გამარჯვებისთვის

,,Armradio.am” წერს, რომ საქართველოს სომხები თბილისიდან, აჭარიდან, ჯავახეთიდან და ქვეყნის სხვა რეგიონებიდან განსაკუთრებულ ერთიანობას ავლენენ ინიციატივის “მხარდაჭერა არცახის” გარშემო.

სომხეთთან ყველაზე ახლო მდებარე ადგილობრივი სომხები ყველაფერს აკეთებენ, რომ დროულად მიიტანონ მედიკამენტები და სამედიცინო აპარატურა.

ქვეყნის სომხური ეკლესიები, სადაც ამ დღეებში უფრო ხალხმრავლობაა, აღავლენენ ერთ ლოცვას – ლოცვას გამარჯვებისთვის.

“ლოცვა მხოლოდ გამარჯვებისთვის”, “ლოცვა გამარჯვებისთვის”. ბათუმის ერთადერთ სომხურ ეკლესიაში სომხები აჭარის სხვადასხვა რეგიონიდან მოდიან მხოლოდ ამ ლოცვისთვის. აჭარის სომხების სასულიერო მწყემსი, მამა არარატ გუმბალიანი ამბობს:

”გამარჯვებით ჩვენ დავიცავთ არა მხოლოდ ჩვენს სამშობლოსა და არცახს, არამედ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს.”

ამის გათვალისწინებით, ქვეყნის ყველა რეგიონში მცხოვრები ქართველებიც უერთდებიან სომხური საზოგადოების ინიციატივას “მხარდაჭერა არცახს”.

28 სექტემბრიდან ჰუმანიტარული დახმარების ოფისი “მხარდაჭერა არცახს” ფუნქციონირებს თბილისშიც, საქართველოში სომხეთის ეპარქიის “ჰაიარტუნ” ცენტრში. ათასობით თბილისელ სომხებს ახლომდებარე რეგიონებიდან და სოფლებიდან უერტდებიან. ფულის შეგროვება გრძელდება, ორგანიზებულია პარალელური ჰუმანიტარული დახმარება. ინიციატივის ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი, ლევონი, ამბობს:

”ჩემი 20 წლის საზოგადოებრივი ცხოვრების განმავლობაში ეს არის განსაკუთრებული ერთიანობა თბილისის სომხურ საზოგადოებაში, არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ შემოსავალს აბარებენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან მცირეა იმ მსხვერპლთან შედარებით, რასაც ჩვენი ბიჭები აკეთებენ სომხეთის სახელმწიფოებრიობის, მთელი სომეხი ერისა და ქრისტიანული რეგიონის მომავლის უზრუნველსაყოფად”.

ჯავახეთი, სადაც დიდი რაოდენობით სომხები  ცხოვრობენ, ომის პირველი დღეებიდან აქტიურ მოქმედებებს ახორციელებს სომხეთისა და არცახის დასახმარებლად. აქ გახსნილი ფონდი “ჯავახეთის” ჰუმანიტარული დახმარება გრძელდება რეგიონის ყველა კუთხიდან. ფონდის ხელმძღვანელი კარენ პაპიკიანი ამბობს …

”ყველა სომეხი გახდა ერთი მუშტი,  მხოლოდ ჯავახეთი არაა, და გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს”.

აჭარის სომხების სულიერი მწყემსი მამა არარატ გუმბალიანი კიდევ უფრო მეტი ერთიანობისკენ მოუწოდებს, რასაც გამარჯვება მოჰყვება.

არცახის სამართლიანი ბრძოლის მხარდასაჭერად, დღეს საქართველოს სომხებმა ჩაატარეს მარში თბილისში, რომელიც დასრულდა ავლაბარის წმიდა ეჯმიაძინის ეკლესიაში სანთლის დანთებით და ლოცვით მშვიდობისათვის.

ნახეთ მეტი
Back to top button