მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანის აზრით კონფლიქტის ზონიდან ტერორისტების განეიტრალება შესაძლებელია ანტიტერორისტული ოპერაციის საშუალებით

როგორც „არმენპრესი“  წერს,  სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი განიხილავს ტერორისტების ნეიტრალიზაციის შესაძლებლობას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ანტისტერორისტული ოპერაციის განხორციელებით. ”ეს ვარიანტია”, – თქვა პრემიერ მინისტრმა ”ინტერფაქსთან” ინტერვიუში.

კითხვაზე, მხოლოდ სომხური მხარის დახმარებით, პაშინიანმა უარყოფითი პასუხი გასცა. ”არა. მთიანი ყარაბაღის ძალები მაქსიმალურს  აკეთებენ. პრაქტიკაში ისინი ახლა სამ ფრონტზე იბრძვიან. აზერბაიჯანის არმიის, თურქული არმიის, ტერორისტების წინააღმდეგ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხის ადრესატი მარტო მე არ ვარ,  რადგან, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ანტიტერორისტულ ოპერაციებს ვახორციელებთ შესაძლებლობისდამიხედვით. მე ვფიქრობ, რომ აქ უნდა ჩაერთონ ის ქვეყნები, რომელთა ეროვნული უსაფრთხოებას  ეს სიტუაცია  რეალურ საფრთხეს უქმნის”, – თქვა მან.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ამ ქვეყნებში რუსეთი და ირანი ვიგულისხმოთ, ჰქონდა თუ არა მას ასეთი საუბარი მათთან, აღნიშნა პრემიერმა. ”რა თქმა უნდა, პირველ რიგში, აქ რუსეთის ინტერესები დგას. თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ მთიანი ყარაბაღის ომის დროს ჩრდილოეთ კავკასიაში მოხდა ანტიტერორისტული ოპერაციების სულ მცირე ორი შემთხვევა. რუსეთის ოფიციალური პირების თქმით, ტერორისტები სირიიდან ჩამოვიდნენ. მანამდე რუსეთის საგარეო დაზვერვამ დაადასტურა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ტერორისტები იმყოფებოდნენ.  ეს ორი განცხადება არ შეიძლება  არ იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული. ახლა ისმის კითხვა, ელოდება თუ არა რუსული სამსახურები ამ ტერორისტების ჩამოსვლას ან უნდა განხორციელდეს თუ არა პრევენციული პოლიტიკა. თუ ტერორისტებმა წარმატებას მიაღწიეს მთიან ყარაბაღში, ისინი მოქმედების ახალ პლატფორმას მოძებნიან. ეს უნდა გადაწყვიტოს რუსეთის ფედერაციამ.   ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ჩვენს რუს კოლეგებთან ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები”, – თქვა ფაშინიანმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა განვიხილოთ ეს მესამე ძალების მოწვევა ამ კონფლიქტში ჩარევისთვის, სომხეთის პრემიერ მინისტრმა საჭიროდ ჩათვალა განემარტა რას გულისხმობენ მესამე ძალები, რადგან ერთი მხრივ რუსეთი ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა, ხოლო მეორეს მხრივ სომხეთის რესპუბლიკის სტრატეგიული მოკავშირეა.  რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია სომხეთის რესპუბლიკასთან ურთიერთობისას  ერთგულად  შეასრულებს თავის  უსაფრთხოების ვალდებულებებს. ეს არის საკითხი, რომელიც შემდგომ განხილვას საჭიროებს. აქ ბევრი ნიუანსია. მე ვამბობ, რომ მთიან ყარაბაღში სიტუაცია უკვე დიდი ხანია გასცდა წმინდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს.   რეალურად ბევრმა უცხოელმა პარტნიორმა ეს უკვე ოფიციალურად  აღიარა და დაადასტურა.  ვფიქრობ, იმედი მაქვს, რომ შემდგომი რეაგირებაც ამ სულისკვეთებით მოხდება”, – თქვა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button