სომხეთის თავდაცვის მინისტრის წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვჰანნისიანმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ექსკლუზიური ვიდეო არცახის ფრონტის სამხრეთ ნაწილიდან. ვიდეო გადაღებულია banak.info ვებსაიტის მიერ.
მასში წარმოდგენილია მტრის მიერ მიტოვებული განადგურებული სამხედრო ტექნიკა.
ვიდეოში ძირითადად ჩანს ჯავშანმანქანები, რომლებიც გზის გასწვრივ არიან ჩამწკრივებულნი.
შეგახსენებთ, რომ 23 ოქტომბრის მდგომარეობით, არცახის სამხრეთ მიმართულებით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ვოროტანის მიმართულებით შეტევა სცადეს. რამდენიმე შეტევა ჩაიშალა, რის შემდეგაც მათ დიდი დანაკარგები განიცადეს და უკან გაიქცნენ.
არწრუნ ჰოვჰანნისიანმა თქვა, რომ ზოგიერთი ქვედანაყოფი დაიშალა, დაკარგეს სამხედრო ტექნიკა, გაიქცნენ, ცდილობდნენ მიმალულიყვნენ ტყეებსა და ხევებში.
როგორც ჩანს, კადებში წარმოდგენილია სწორედ ეს დაკარგული სამხედრო ტექნიკა.