მთავარიპოლიტიკა

დღეისათვის მშვიდობიან მოქალაქეთა შორის გვყავს 38 გარდაცვლილი და 118 დაჭრილი: არცახის ადამიანის უფლებათა დამცველი

27 სექტემბრიდან დღემდე  მშვიდობიან მოქალაქეთა შორის გვყავს 38 გარდაცვლილი და 118 დაჭრილი. ამის შესახებ დღეს ადამიანის უფლებათა დამცველმა არტაკ ბეგლარიანმა განაცხადა  ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

”ერთ-ერთი პიროვნება  დაიჭრა წუხელ  არცახის  სოფელ ავეტარანოცში დაბომბვის შედეგად”, – თქვა მან.

ბეგლარიანმა დაამატა, რომ ჰადრუთში ორი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ვიდეოს გათვალისწინებით, რომელიც აზერბაიჯანის სოციალურ ქსელებში გავრცელდა, დიდია ალბათობა, რომ სხვა მსგავსი შემთხვევებიკიდევ იყოს, რადგან იქ ბევრია  დაკარგული მოქალაქეები.

”აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ გამოყენებული ხელწერის გათვალისწინებით, დიდია რისკი, რომ ამ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა ან  წამებაც კი მოაწყონ”, – თქვა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button