მთავარიპოლიტიკა

მეტოქემ შეცვალა ტაქტიკა: არწრუნ ჰოვანისიანი დეტალებს წარმოგიდგენთ

მთავარი სამხედრო ოპერაციები არცახის  ფრონტზე ხორციელდება სამი მიმართულებით: ჩრდილოეთით, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთით. ინფორმაცია „Sputnik სომხეთთან“   საუბრისას მოგვაწოდა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვანისიანმა.

მტრის დივერსიული ჯგუფები რეგულარულად ცდილობენ შეღწევას, მაგრამ არცახის თავდაცვის არმია ახერხებს მათი განეიტრალებას.

”ამ დროისთვის შეიმჩნევა გარკვეული ტაქტიკური ცვლილება მტრის მხრიდან, ძირითადად ესხმიან თავს არა მექანიზირებული ქვედანაყოფებით, ტანკებით და ა.შ., არამედ ქვეითი ჯგუფებით”, – თქვა ჰოვანისიანმა.

მან დასძინა, რომ დღეს გარკვეული წარმატებები დაფიქსირდა აზერბაიჯანის დივერსიული ჯგუფების შეღწევის განეიტრალებაში არცახის სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით.

როგორც ჰოვანისიანი ირწმუნება,  აზერბაიჯანის სახმელეთო ჯარების ჯავშანსატანკო ჯგუფების ძირითადი ბირთვი  განადგურებულია.

ნახეთ მეტი
Back to top button