მთავარიპოლიტიკა

სომხური მხარე სიტუაციას რუქის სახით წარმოგიდგენთ. არწრუნ ჰოვანისიანი

თავდაცვის სამინისტრო ხვალიდან გარკვეულ მონაცემებს რუქაზე წარმოადგენს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვჰანნისიანმა, უპასუხა რა კითხვას იმის შესახებ, ხომ არ იცის მან ინტერნეტში გავრცელებული ის რუქა, სადაც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების “წარმატებებია” წარმოდგენილი.

”ჩემთვის ცნობილია გავრცელებული რუქა, ეს არის ძირითადად უკრაინელი ბლოგერების მიერ შექმნილი რუქა, რომელიც არ ასახავს მთელ სიტუაციას”, – თქვა ჰოვჰანნისიანმა.

მისივე თქმით, ხალხის აზრით, რუკა გულისხმობს ხაზებს და კონკრეტულ გადაადგილებებს, ახლა კი საომარი მოქმედებებს კეროვანი ხასიათი აქვს. სწორედ ამიტომ რუქა სრულად არ ასახავს მთლიან ვითარებას, მაგრამ სომხური მხარეც სიტუაციას რუქის სახითაც წარმოაჩენს.

ნახეთ მეტი
Back to top button