
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა შუშან სტეფანიანმა განაცხადა აზერბაიჯანის მორიგი პრიმიტიული გაყალბების შესახებ.
საქმე იმაშია, რომ აზერბაიჯანში აშშ-ს საელჩომ გააფრთხილა ბაქოში შესაძლო ტერაქტების შესახებ. საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, არსებობს და აშშ-ს მოქალაქეებისა და სხვა უცხოელებზე ტერორისტული თავდასხმების რისკი. ამიტომ, საელჩომ თავის მოქალაქეებს სიფხიზლისკენ მოუწოდა.
საელჩოს განცხადებაში არ იყო ნახსენები სომხები, მაგრამ აზერბაიჯანულმა მედიამ დაამახინჯა რეალობა გავრცელებული ჭორებით, რომ სომხები ბაქოში ტერაქტს გეგმავდნენ.
სასაცილო ის არის, რომ გარდა აღნიშნულისა, აზერბაიჯანი შეეცადა თავისი მოქალაქეები გაეხარებინა იმით, რომ ჩამოაგდეს სომხური თვითმფრინავი. ამასთან, 2005 წელს აშშ-ში ავიაშოუზე ჩამოვარდნილი თვითმფრინავის კადრები იყო წარმოდგენილი, ანუ 15 წლის წინ ჩამოვარდნილი თვითმფრინავი კვლავ “ჩამოაგდეს”.