მთავარიპოლიტიკა

აშშ-ს საელჩომ გააფრთხილა ბაქოში ტერაქტების საფრთხის შესახებ

,,News.am” წერს, რომ აზერბაიჯანში აშშ-ს საელჩომ გააფრთხილა თავისი მოქალაქეები და სხვა უცხოელები ბაქოში, მათ შორის სასტუმროებში, ტერაქტების საშიშროების შესახებ.

”ბაქოში აშშ-ს საელჩომ მიიღო სანდო ცნობები ბაქოში აშშ-ს მოქალაქეთა და უცხოელთა შესაძლო ტერაქტებისა და გატაცებების შესახებ”, – ნათქვამია დიპლომატიური მისიის განცხადებაში.

ნათქვამია, რომ ტერაქტები შეიძლება განხორციელდეს JW Marriott Absheron Hotel- ში და ბაქოს “სხვა ადგილებში”.

დიპლომატიური მისია მოქალაქეებს სიფხიზლისა და ხალხმრავალ ადგილეში ყოფნის  თავიდან აცილებას ურჩევს.

ნახეთ მეტი
Back to top button