ევგენი კისინი შეუერთდა ჰუმანიტარულ ინიციატივას, რომელიც დღეს აერთიანებს სომხური ასამბლეის კულტურის მსოფლიოში ცნობილ წარმომადგენლებს.
ინიციატივის ფეისბუქ გვერდიდან ვიგებთ, რომ მსოფლიოში ცნობილმა მუსიკოსმა მომავალი კონცერტის ჰონორარი გადასცა Armenian Assembly-ის არცახის ბავშვთა დახმარების ფონდს.
”ძვირფასო სომეხო დებო და ძმებო, ახლა, ამ რთულ დღეებში, გულწრფელად გისურვებთ ძალას და, რაც მთავარია, ერთიანობას. იზრუნეთ ერთმანეთზე, იყავით ერთიანი, მეც თქვენთან ვიქნები, განურჩევლად იმისა, თუ რა მანძილი გვაშორებს. თქვენი ჭირი მე”,-ევგენი კისინი.
შეგროვებული ყველა თანხა მოხმარდება არცახში დაზარალებული ბავშვების გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას, მათ შორის საკვებით, თავშესაფრით, სამედიცინო და ლოგისტიკური დახმარებას.
სომხეთის ასამბლეას შეუერთდნენ დირიჟორი, MusicAeterna ორკესტრის დამფუძნებელი, სამხატვრო ხელმძღვანელი თეოდორ კურენცისი, გამოჩენილი მევიოლინე, დირიჟორი, ფილანტროპი, მოსკოვის მუსიკის საერთაშორისო სახლის პრეზიდენტი ვლადიმერ სპივაკოვი, მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე სერგეი ხაჩატრიანი, ,,დიდი თეატრის“ სოლისტი ანა აგლატოვა, – სომხეთის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, მალტის ფილარმონიული ორკესტრის მთავარი დირიჟორი, სერგეი სმბატიანი, რუსეთის მოწინავე ჯაზ საქსოფონისტი იგორ ბუტმანი, ახალი თაობის ყველაზე ცნობილი ჯაზ მომღერლებიდან მარიამ მერაბოვა.