მთავარიპოლიტიკა

ირანის ისლამური რესპუბლიკის ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსის სახმელეთო ჯარები განლაგდნენ საზღვარზე ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციის გამო

ნებისმიერი გეოპოლიტიკური ცვლილება ქვეყნის შიგნით არის ირანის წითელი საზღვარი, – აღნიშნა ირანის ისლამური რესპუბლიკის ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა მოჰამედ პაკპურმა, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ესკალაციის შესახებ საუბრისას, იუწყება Mehr-ი.

მისივე თქმით, ნებისმიერი საფრთხე, რომელიც ირანის საზღვრებს ემუქრებათ, მიიღებს უკუდარტყმას. მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები ირანის წითელი საზღვარია.

მან ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ესკალაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ირანი ეწინააღმდეგება ნებისმიერ ოკუპაციას და აგრესიას და მკაცრად გმობს მას.

ნახეთ მეტი
Back to top button