
23 ოქტომბერს, შეერთებული შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრი ზორაბ მნაცაკანიანი შეხვდა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს იგორ პოპოვს (რუსეთი), ენდრიუ ჩაფერს (აშშ), სტეფან ვისკონტს (საფრანგეთი) და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირად წარმომადგენელს ანჯეი კასპრჩიკს.
საუბარი შეეხო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებულ ოპერატიულ ვითარებას. მინისტრმა მნაცაკანიანმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა აზერბაიჯანის მიერ 10 ოქტომბერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ჩაშლის გამო და ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანის მისწრაფებები კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარების შესახებ მთელი რეგიონის გამოწვევაა.
მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტისპირობების დაუყოვნებლივი დამყარება საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმებების შესრულებით. ხაზი გაესვა სამშვიდობო პროცესის მხოლოდ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ფარგლებში გაგრძელების აუცილებლობას.