24-25 ოქტომბრის ღამით აზერბაიჯანმა განაგრძო სომხური დასახლებების დაბომბვა. გამოიყენებოდა არტილერია მარტუნის რაიონის კარმირ შუკას, თაღავრის, გიშის, სპიტაკაშენის თემებისა და ასკერანის რაიონის სოფელ ავეტარანოცის მიმართულებით. ამავდროულად, მტრის ძალებმა მიზნად დაისახეს არა მხოლოდ მშვიდობიანი დასახლებები, არამედ ამ თემების მიმდებარე ტერიტორიები, ტყეებით და სასოფლო-სამეურნეო მნიშვნელობის ველებით.
აღნიშნულ დასახლებებში სამხედრო ობიექტები არ არის. მშვიდობიან მოსახლეობას მსხვერპლი არ მოჰყოლია.