მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანმა განაახლა შეტევითი ოპერაციები ფრონტის მთელს ხაზზე: არცახის პრეზიდენტი

განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში აზერბაიჯანმა განაახლა შეტევითი მოქმედებები ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ რაკეტებისა და არტილერიის გამოყენებით. ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არაიკ ჰარუთიანიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განაცხადა.

”აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, თურქეთის ხელისუფლების უპირობო პატრონაჟით, დაქირავებული ტერორისტების მხარდაჭერით,  უარი განაცხადეს სვიდობიან დიალოგზე და  გააგრძელეს  სამხედრო ძალიას გამოყენება  არცახიდან  სომხების საბოლოო განდევნისთვის. ამიტომ, ჩვენი ეროვნული ამოცანაა ვიბრძოლოთ არცახელი სომხების უსაფრთხო და ღირსეული არსებობისთვის თავის  სამშობლოში. ჩვენი ხალხის უსაფრთხოება და უფლებები არ ექვემდებარება კომპრომისებს. ამ საკითხში ჩვენი გადაწყვეტილება ყოველგვარ გარემოებისაა და სურვილს მიღმაა”, – წერს ჰარუთიუნიანი.

მან აღნიშნა, რომ მიუხედავად ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მცდელობისა რეგიონში ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა აგრძელებს ამ მიმართულებით  მიღწეული ყველა შეთანხმების იგნორირებას და დარღვევას.

ნახეთ მეტი
Back to top button