მთავარიპოლიტიკა

„ამ რთულ პერიოში ვლოცულობ თქვენთვის“: მელ გიბსონი მხარს უჭერს სომხებს (ვიდეო)

ჰოლივუდის მსახიობმა და რეჟისორმა მელ გიბსონმა არცახის ომთან დაკავშირებით გზავნილით მიმართა სომეხ ხალხს, სადაც აღნიშნა, რომ  იგი ლოცულობს ყველა სომეხისთვის  და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისათვის. ამის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს RTVI -ი.

„ღრმა მწუხარებით შევიტყვე ბოლოდროინდელი კონფლიქტის  ესკალაციის შესახებ სომხეთში,  არცახში.  ბევრი სომეხი მეგობარი მყავს აქ,  ამერიკის შეერთებულ შტატებში, და ისინი საუბრობენ თავიანთი ტანჯვისა და ახლობლების დაკარგვის შესახებ.

მე სომეხ ერს ძალიან პატივს ვცემ, ძალიან მტკიცე  და სულგრძელი ერია. მას ბევრ უსამართლობასთან მოუხდა გამკვლავება,  ამ ადამიანების შესაძლებლობები უსაზღვროა.

ამ რთულ პერიოდებში ვლოცულობ თქვენთვის. მე ასევე ვლოცულობ მშვიდობიანი მოგვარებისათვის  და რომ ძლიერი სახელმწიფოები ერევიან და აღიარებენ შექმნილ სიტუაციას. იმედი მაქვს მშვიდობა დამკვიდრდება.

”მეგობრებო, იყავით ძლიერნი, გააგრძელეთ თქვენი საქმე და ღმერთმა დაგლოცოთ”, – თქვა მსახიობმა.

ნახეთ მეტი
Back to top button