ერდოღანისა და ალიევის პოლიტიკა პირდაპირი დარტყმაა პუტინის, მაკრონისა და ტრამპის იმიჯზე: პოლიტოლოგი
![](/wp-content/uploads/2020/10/1032771.jpg)
პოლიტოლოგ თევან პოღოსიანის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მესამეჯერ დარღვევით, ერდოღანმა და ალიევმა პირდაპირი დარტყმა მიაყენეს სამი შუამავლის მხარის – რუსეთის, საფრანგეთისა და შეერთებული შტატების ლიდერების ავტორიტეტს. ასეთი აზრი პოღოსიანმა “არმენსპრესთან” საუბარში გამოთქვა.
”ერდოღანისა და ალიევის პოლიტიკა პირდაპირი დარტყმაა პუტინის, მაკრონისა და ტრამპისთვის”, – თქვა მან.
თურქეთი და აზერბაიჯანი დარტყმას აყენებს სამი ქვეყნის ლიდერების იმიჯს, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შუამავლობდნენ და აჩვენეს, რომ ისინი მას აბუჩად იგდებენ. პოღოსიანმა შენიშნა, რომ ეს პირდაპირი შეურაცხყოფაა იყო. სამჯერ წადი, დაჯექი და და დადე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და რამდენიმე წუთითაც კი არ დაიცავი. პოლიტოლოგმა არ იცის, ამჯერად როგორ გაამართლებს მოწინააღმდეგე თავს.
„იმას ხომ არ იტყვიან, რომ მათი ბრალი არ არის, მათ გასცეს ბრძანება, სირიელი ტერორისტები იყვნენ დამნაშავეები, ან თურქეთის სპეცრაზმი კარგად ვერ კითხულობს აზერბაიჯანის ბრძანებებს ან აზერბაიჯანელი სარდლები ვერ გებულობენ თურქეთის გენერალური შტაბის ბრძანებებს, რას იტყვიან? ისინი შეეცდებიან ჩვენ დაგვაბრალონ. ჩვენ უნდა შევძლოთ კარგად დამტკიცება და ვიხელმზღვანელოთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე“, – თქვა პოღოსიანმა.
პოლიტოლოგმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა ყველა მიმართულებით მუშაობა. “ყველაფერი იწყება ჩვენი ინტერესების დაცვით ბრძოლის ველზე. ამავდროულად, ომები დიპლომატიურ, ინფორმაციულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში ისევე მიმდინარეობს და ეს ბრძოლები იქაც უნდა მოვიგოთ”, – თქვა მან.