მთავარიპოლიტიკა

მაკრონთან დაკავშირებით ერდოღანის განცხადება ევროკავშირისთვის მიუღებელია. ჟოზეპ ბორელი

ევროკავშირისთვის მიუღებელია თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მისამართით. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გააკეთა ასეთი კომენტარი, სადაც საუბარი შეეხო ერდოღანის განცხადებას ”მაკრონის ფსიქიკას მკურნალობა სჭირდება”.

”მიუღებელია თურქეთის პრეზიდენტის განცხადებები მაკრონის მისამართით. ჩვენ თურქეთს მოვუწოდებთ შეწყვიტოს ეს სახიფათო დაპირისპირება”, – წერს ბორელი.

სხვა პოსტში მან თქვა, რომ ევროსაბჭოს დასკვნები შეიცავს რეალურ წინადადებას ურთიერთობების აღდგენის შესახებ, ამიტომ თურქეთის ხელისუფლებამ უნდა გამოავლინოს პოლიტიკური ნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბორელის აზრით, თურქეთი უფრო იზოლირებული გახდება.

შეგახსენებთ, რომ ერდოღანმა მაკრონს ”ფსიქიკის განკურნების”-კენ მოუწოდა, როდესაც მაკრონმა საფრანგეთის მუსლიმებს შესთავაზა ორგანიზაციის შექმნა, რომელიც ქვეყანაში ”განათლებული ისლამის” აშენების შესაძლებლობას მისცემს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აუცილებელია ისლამის განთავისუფლება უცხოური გავლენისგან, მეჩეთების დაფინანსებაზე კონტროლის გაძლიერება.

ერდოღანის განცხადების შემდეგ მაკრონთან დაკავშირებით, საფრანგეთმა ანკარაში მისი ელჩი გაიწვია კონსულტაციებისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button