მთავარიპოლიტიკა

მტერმა ქალაქ მარტუნზე გამოიყენა სამხედრო ავიაცია

აზერბაიჯანულმა მხარემ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტისრეჟიმი მშვიდობიანი დასახლებების მიმართაც. ამის შესახებ განაცხადა არცახის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა. ”ცოტა ხნის წინ მტერმა გამოიყენა სამხედრო თვითმფრინავები ქალაქ მარტუნიზე, რითაც უხეშად დაარღვია ჰუმანიტარული მიზნებისათვის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ძალაში შესვლიდან მალევე, 26 ოქტომბერს, დილის 8 საათსა და 45 წუთზე, მტერმა არტილერია გამოიყენა ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის სამხედრო პოზიციების მიმართულებით არცახში, ხოლო დაახლოებით 09:10 საათზე ხუთი საარტილერიო ჭურვი გაისროლა  სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით განთავსებული პოზიციების მიმართულებით.

თავდაცვის სამინისტრო უარყოფს აზერბაიჯანული მხარის ბრალდებებს, რომ სომხური მხარე არღვევს ცეცხლის შეწყვეტას.

”სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ ოფიციალურად აცხადებს, რომ სომხური მხარე მკაცრად იცავს 08:00 საათზე დამყარებულ ჰუმანიტარულ ცეცხლის შეწყვეტას. აზერბაიჯანული მხარის განცხადებები იმის შესახებ, რომ თითქოს სომხურმა მხარემ დაარღვია ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა, არ შეესაბამება სინამდვილეს. პროვოკაციული ხასიათისაა”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს სპიკერის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button