მთავარიპოლიტიკა

მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს არცახის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. არწრუნ ჰოვჰანნისიანი

მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს არაცხის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ინფორმაცია მის Facebook-ის გვერდზე განათავსა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვჰანნისიანმა.

მანამდე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა შუშან სტეფანიანმა განაცხადა, რომ აშშ–ში მიღწეული ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეში დარღვევით, აზერბაიჯანულმა მხარემ 8:45 საათის ფარგლებში საარტილერიო ცეცხლი გახსნა არცახის ჩრდილო – აღმოსავლეთის საბრძოლო პოზიციების მიმართულებით.

ცოტა ხნის შემდეგ კი, მოწინააღმდეგემ სამიზნეში ამოიღო სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით არსებული პოზიციები, გაისროლა რა ხუთი საარტილერიო ჭურვი.

26 ოქტომბრის 13:30 საათის მდგომარეობით მტრის ცეცხლის შედეგად სულ დაიღუპა  974 სამხედრო მოსამსახურე და 37 მშვიდობიანი მოქალაქე. აზერბაიჯანის ცოცხალი ძალის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ სომხური მხარე აცხადებს, რომ მტერს 6674 მსხვერპლი ჰყავს და მრავალი დაჭრილი.

ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს 24 თვითმფრინავი, 16 ვერტმფრენი, 220 უპილოტო მფრინავი აპარატი, 6 TOS-1 “Solntsepek” ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 600 ტანკი და ქვეითი საბრძოლო მანქანა.

ნახეთ მეტი
Back to top button