მთავარიპოლიტიკა

რუსეთიდან სომხეთში დიდი რაოდენობით ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა

დიდი რაოდენობით ჰუმანიტარული დახმარება  გაიგზავნა რუსეთიდან სომხეთში. IL-76 თვითმფრინავით გადატანილ იქნა მედიკამენტები, სასწრაფო დახმარების მანქანები, აღჭურვილობა და სხვა საქონელი, რომლებიც სომეხი ექიმებისა და მთიანი ყარაბაღის ხალხისთვის იყო საჭირო, იტყობინება ,,Sputnik სომხეთი“, რომელმაც მიიღო კადრები ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნამდე.

დახმარება რუსეთის სომხურმა საზოგადოებამ შეაგროვა. ყარაბაღში საომარი მოქმედებების დროს სხვა ქვეყნებიდან დაახლოებით ერთი ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა სომხეთში. ამ ტვირთის ლომის წილი სომხურმა თემებმა შეაგროვეს და გაგზავნეს.

ნახეთ მეტი
Back to top button