მთავარიპოლიტიკა

სასწრაფო დახმარების მანქანებით დატვირთულმა სატვირთო მანქანამ გადაკვეთა საგუშაგო და მოემართება სომხეთისაკენ

სატვირთო მანქანამ, რომელიც დატვირთულია   4 სასწრაფო დახმარების მანქანით გადაკვეთა “ყაზბეგის” საგუშაგო მოემართება სომხეთისაკენ. განუცხადა „Sputnik სომხეთის“ ჟურნალისტს რუსეთში სომხეთის საელჩოს საბაჟო საქმეთა ატაშემ არამ თანანიანმა.

მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს სასწრაფო დახმარების მანქანებით დატვირთული სატვირთო მანქანა. ვიდეოში მამაკაცმა აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ არ მისცა რუსეთიდან ჩამოსულ სატვირთო მანქანებს მისი ტერიტორიის გავლით სომხეთში გამგზავრების საშუალება.

”სატვირთო მანქანები დააყოვნეს,  სავარაუდოდ, პროტოკოლის საკითხების გამო. ერთი სატვირთო მანქანა  4 მანქანით გაშვებული იქნა, განიხილება მეორე სატვირთო მანქანის საკითხი”, – თქვა თანანიანმა.

მისივე თქმით, მეორე სატვირთო მანქანა  სომხეთში დღესვე გაემგზავრება.

ნახეთ მეტი
Back to top button