მთავარიპოლიტიკა

სომხეთისთვის მისაღები პირობა მომდევნო მომენტიდან მიუღებელი ხდება ბაქოსთვის: პრემიერ მინისტრი

როდესაც სომხეთი თავის წილ დათმობაზე მიდის,  მომდევნო  მომენტში ეს აღარ არის მისაღები აზერბაიჯანისთვის, ის იწყებს მეტის მოთხოვნას. ასეთი აზრი გამოთქვა სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს ფრანგ დეპუტატებთან შეხვედრის დროს. მან აღნიშნა, რომ ამან გამოიწვია ომი.

საერთაშორისო საზოგადოება ელოდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას კომპრომისის გზით, ხოლო კომპრომისი ნიშნავს, რომ მხარეები გარკვეულ პოლიტიკურ მოქნილობას გამოიჩენენ.

”იგივე ხდება ომის დროს, დაწყებული მოსკოვის შეთანხებით და პრეზიდენტ მაკრონის შუამდგომლობით გამართული შეხვედრისას.  აზერბაიჯანი მუდამ  არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებებს ”, – თქვა ფაშინიანმა.

შედეგად  აზერბაიჯანი ხელს უშლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო მცდელობებს, სხვადასხვა მიზეზის გამო. მან ხაზი გაუსვა, რომ თურქეთის როლი ამ საკითხში დიდი და გადამწყვეტია.

ნახეთ მეტი
Back to top button