პოლიტიკა

ფრანგმა დეპუტატმა ვალერი ბუაიემ მოითხოვა თურქეთის განდევნა ნატოდან

ბუაიემ  მოითხოვა მკაცრი ზომების მიღება თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის წინააღმდეგ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ორჯერ შეურაცხყოფის გამო.

კერძოდ, იგი სტავაზობს  ელჩის გამოძახებას, თურქეთის გარიცხვას ნატოდან, ევროკავშირში წევრობის მოლაპარაკებების შეჩერებას და ეკონომიკური სანქციების დაწესებას.  

როგორც ადრე გავრცელდა ინფორმაცია, ერდოღანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი  ემანუელ მაკრონი  ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უნდა წავიდეს. თურქეთის ლიდერის თქმით, მაკრონი ერდოღანზე ფიქრობს დღე და ღამე, ამიტომ მას ნამდვილად სჭირდება ფსიქიატრიული გამოკვლევა.

ნახეთ მეტი
Back to top button