მთავარიპოლიტიკა

ამ დროისთვის აზერბაიჯანის მხარეს 17 სომეხი სამხედრო ტყვეა. საგამოძიებო კომიტეტი

ამჟამად აზერბაიჯანის მხარეს 17 სომეხი სამხედრო ტყვეა. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს აცნობა სრ-ს საგამოძიებო კომიტეტის კრიმინოლოგიური დეპარტამენტის უფროსმა რაფაელ ვარდანიანმა.

”ჩვენ ვმუშაობთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სომხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობასა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ტყვეთა უწყებათაშორის კომისიასთან, რათა გადაუდებელი ზომები მივიღოთ სომეხ სამხედრო ტყვეებთან სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის და წამების დაუშვებლობის მიმართულებით”, – აღნიშნა ვარდანიანმა.

დეპარტამენტის უფროსმა მონაცემების გამოქვეყნება არ ისურვა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის მათი დაზუსტება მიმდინარეობს.

რაც შეეხება ტყვე მშვიდობიან მოსახლეობასთან დაკავშირებულ ამბებს, რაფაელ ვარდანიანმა თქვა, რომ ინფორმაცია მათ შესახებაც ზუსტდება.

ნახეთ მეტი
Back to top button