მთავარიპოლიტიკა

ანა ჰაკობიანი სამშობლოს საზღვრების დასაცავად გაემგზავრება

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის  ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე, ანა ჰაკობიანი რამდენიმე დღეში ქალთა რაზმთან ერთად  სამშობლოს საზღვრების დასაცავად გაემგზავრება.

”ხვალიდან 13 კაციანი ქალთა რაზმი, მათ შორის მე, დავიწყებთ სამხედრო წვრთნებს. ”რამდენიმე დღეში გავემგზავრებით, რომ დავიცვათ ჩვენი სამშობლოს საზღვრები”, – დაწერა მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

პრემიერ-მინისტრის მეუღლემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენ არ გვაქვს მტრისთვის  დასათმობი სამშობლო  და ღირსება.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს განაცხადა, რომ ყველა ადამიანი ახლავე უნდა წამოდგეს და წავიდეს თავის სამხედრო კომისარიატში. ქალებმაც, რომლებიც ძალას პოულობენ სამშობლოსთვის დადგნენ, ასევე უნდა შექმნან რაზმები. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ის მზადაა პირადად წავიდეს ფრონტის ხაზზე, თუ ეცოდინება, რომ ხალხს ეს სურს.

ნახეთ მეტი
Back to top button