მთავარიპოლიტიკა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა პომპეომ სატელეფონო საუბარი გამართა ნიკოლ ფაშინიანთან და ილჰამ ალიევთან

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სატელეფონო საუბარი გამართა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. სატელეფონო საუბრების დროს პომპეომ მხარეებს მოუწოდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ განაცხადა აშშ – ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელმა მორგან ორტაგუსმა.

”აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ცალკე სატელეფონო საუბრები ჰქონდა სომხეთის პრემიერ- მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან. პომპეომ მოუწოდა მხარეებს შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თავიანთი ვალდებულებები,  შეწყვიტონ ძალადობა და მთიანი ყარაბაღის მოგვარება აირჩიონ დიპლომატიური გზით ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობით. მან ასევე თქვა, რომ კონფლიქტის  სამხედრო გზით მოგვარებას გამოსავალი არ აქვს”, – ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. პომპეომ აღნიშნა, რომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის სრული დაცვა, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ 10 ოქტომბერს მოსკოვში.

ნახეთ მეტი
Back to top button