ირანის რევოლუციური კორპუსი მაზანდარანის და გილიანის სპეციალურ ძალებს და სამხედრო ტექნიკას აგზავნის მთიანი ყარაბაღის, აგრეთვე ნახჭევანის საზღვართან.
ირანული Azariha ტელაგრამ არხის თანახმად, ამის შესახებ, ჟურნალისტებს განუცხადა ირანის რევოლუციური კორპუსის წარმომადგენელმა, აღნიშნა რა, რომ თეირანი ამას აკეთებს უცხოელების ყოფნისგან ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის საზღვრების გასწვრივ.
”ირანი არ შეეგუება რეგიონის გეოპოლიტიკურ საზღვრებში რაიმე ცვლილებას”, – აღნიშნა მან.