მთავარიპოლიტიკა

პრო-თურქული ჯგუფი ,,ჰაიათ თაჰრირ აშ-შამ“-მა რუსეთში ტერაქტი მოამზადა

პრო-თურქულმა ჯგუფმა “Hayat Tahrir Ash-Sham”-მა მოამზადა ტერაქტი რუსეთის ფედერაციაში. Wargonzo Telegram–ის ცნობით, უსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით, Hayat Tahrir Ash-Sham ტერორისტულმა ორგანიზაციამ, რომელსაც თურქეთის სპეცსამსახურები აკონტროლებენ, შორეულ აღმოსავლეთში ტერორისტული აქტის განსახორციელებლად ხაბაროვსკის ორი მაცხოვრებელი აიყვანა.

”პრო-თურქული Hayat Tahrir Ash-Sham-ს მებრძოლი ემზადებოდა ხაბაროვსკში მომიტინგეებზე თავდასხმისთვის. @Wargonzo პროექტმა მოიპოვა ვიდეო უზბეკეთის მოქალაქის დაპატიმრების შესახებ, რომელმაც შორეულ აღმოსავლეთში ტერორისტული თავდასხმა მოამზადა. მისივე თქმით, სირიაში დაფუძნებულმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ, რომელიც თურქეთის სპეცსამსახურების კონტროლს ექვემდებარება, უბრძანა მას მოლოტოვის კოქტეილები ესროლა მომიტინგეების თავშეყრაზე, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში ხაბაროვსკში მონაწილეობდნენ ოპოზიციის მიტინგებში. რუსეთის უსაფრთხოების ძალებმა მოახერხეს ამ ტერორისტული აქტის პრევენცია. თურქეთის სპეცსამსახურების პროვოკაცია რომ მომხდარიყო, პოლიტიკური შედეგები შეიძლება დრამატულზე მეტი ყოფილიყო. ვიღაც აქტიურად ცდილობს შეუერთდეს არა მხოლოდ საგარეო, არამედ საშინაო რუსულ დღის წესრიგს.”

ნახეთ მეტი
Back to top button