
სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის საერთაშორისო მცდელობები ჩაიშალა.
”საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა, ამჯერად ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით, ჩაიშალა. დღეს აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული დაბომბვების შედეგად დაიღუპნენ და დაიჭრნენ მშვიდობიანი მოქალაქეები”, – წერს ის Twitter- ის საკუთარ გვერდზე.