მთავარიპოლიტიკა

ჯალალ ჰარუთიუნიანი დაიჭრა․ მიქაელ არზუმანიანი დაინიშნა არცახის თავდაცვის მინისტრად

არცახის რესპუბლიკის კონსტიტუციის 93-ე მუხლის მე -4 პუნქტის, 94-ე მუხლის მე -3 ნაწილის თანახმად, მე ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომლის თანახმად, გენერალ-ლეიტენანტი ჯალალ ანატოლის ძე ჰარუთიუნიანი გათავისუფლდა არცახის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის  – თავდაცვის არმიის მეთაურის თანამდებობიდან. ამის შესახებ განაცხადა არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არაიკ ჰარუთიუნიანმა სამხედროებთან შეხვედრაზე.

სხვა განკარგულების თანახმად, გენერალ-მაიორი მიქაელ ალბერტის ძე არზუმანიანი დაინიშნა არცახის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრად – თავდაცვის არმიის მეთაურად, მას მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება. ჯალალ ჰარუთუნიანის  გათავისუფლების ბრძანება მომენტითაა გამოწვეული, რომელიც განპირობებულია საბრძოლო პოზიციებზე მის მიერ მიღებული ჭრილობით,  და კომენტარებს არ საჭიროებს. ჯალალ ანატოლის ძეს უსწრაფეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, დარწმუნებული ვარ, ის სამშობლოს სამსახურში მალე დაბრუნდება. დარწმუნებული ვარ, რომ მიქაელ არზუმანიანი აცნობიერებს პასუხისმგებლობის ხარისხს თავის ახალ თანამდებობაზე, ის ძალ-ღონეს და ენერგიას არ დაზოგავს ამ ნდობის გასამართლებლად”, – აღნიშნა არაიკ ჰარუთიუნიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button