
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მზად არის მოლაპარაკებები გამართოს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან რუსეთის დედაქალაქში, მაგრამ ეჭვი აქვს, რომ ერევანს შეუძლია გადადგას კონსტრუქციული ნაბიჯები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად, იტყობინება ,,ინტერფაქსი“.
”ასეთი მოწვევა არ მიმიღია (მოლაპარაკებების გამართვა მოსკოვში – რედ.). ბევრჯერ მიმიღია მონაწილეობა აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის პრეზიდენტების სამმხრივ შეხვედრებში, მაგრამ სომხეთში ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ასეთი შეხვედრები არ ყოფილა. ეს შეხვედრები სომხეთის წინა პრეზიდენტებთან იყო. მე მათვის არასდროს ამირიდებია თავი”, – აღნიშნა ალიევმა.
ალიევმა ხაზი გაუსვა, რომ ამ შეხვედრებს პოზიტიურად მიიჩნევს, რადგან რუსეთი, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, განსაკუთრებულ როლს ასრულებს მოლაპარაკების პროცესში.
”რუსეთს ყოველთვის მჭიდრო კავშირი ჰქონდა სომხეთთან და აზერბაიჯანთან. დღეს, პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, რუსეთი აქტიურად თანამშრომლობს აზერბაიჯანთან და სომხეთთან. ასე რომ, რა თქმა უნდა, შეხვედრების უმეტესობა რუსეთში ჩატარდა. მაგრამ ფაშინიანის დროს არ ყოფილა ასეთი შეხვედრები. “მე არ ვიცი რამდენად ეფექტური იქნება ისინი ახლა. მაგრამ თუ ასეთი შემოთავაზება იქნება, ჩვენ მას ყოველთვის პოზიტიურად ვთვლიდით, განვიხილავთ”, – თქვა მან.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის მზად არის მოსკოვში ჩასვლა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკებებისთვის ”და როგორც თქვენ ამბობთ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე”.