
ჰოლივუდის მსახიობმა მელ გიბსონმა გამოხატა მხარდაჭერა სომეხი ხალხის მიმართ არცახში კონფლიქტთან დაკავშირებით, რის შემდეგაც აზერბაიჯანის დედაქალაქის კინოცენტრმა უარი თქვა მისი მონაწილეობით ფილმების ჩვენებაზე.
გუშინ მსახიობმა ვიდეო შეტყობინებაში აღნიშნა, რომ ის ყოველთვის პატივს სცემდა სომეხ ერს და ამერიკელ სომეხთა შორის ბევრი მეგობარი ჰყავს, რომლებიც მას უყვებიან თავიანთი ტანჯვისა და ახლობლების დაკარგვის შესახებ, წერს ,,ვზგლიდ“-ი.
“მე ვლოცულობ თქვენთვის. მე ასევე ვლოცულობ მშვიდობიანი მოგვარებისათვის და რომ ძლიერი სახელმწიფოები ჩაერევიან და აღიარებენ შექმნილ სიტუაციას. – იმედი მაქვს, რომ მშვიდობას დაამყარებთ, – თქვა მელ გიბსონმა.
ამის შემდეგ კინოცენტრმა “ნიზამმა” უარი თქვა მისი მონაწილეობით ფილმების ჩვენებაზე.