მთავარიპოლიტიკა

პუტინმა და ერდოღანმა განიხილეს მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება

თურქული მხარის ინიციატივით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს მთიან ყარაბაღში შექმნილი მდგომარეობა, ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს კრემლის პრესსამსახური.

”განიხილეს მთაიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში განვითარებული მოვლენები. რუსულმა მხარემ გამოხატა ღრმა შეშფოთება მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების, აგრეთვე ახლო აღმოსავლეთიდან ტერორისტების უფრო დიდი მონაწილეობის გამო”, – ნათქვამია განცხადებაში.

ვლადიმერ პუტინმა ინფორმაცია მიაწოდა აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელმძღვანელობასთან კონტაქტების, ცეცხლის შეწყვეტის დაჩქარების და კრიზისის დეესკალაციის მიზნით გადადგმული ნაბიჯების შესახებ.

ახლა მიღწეულია შეთანხმება ისევ განხორციელდეს კოორდინაცია რუსეთისა და თურქეთის საგარეო და თავდაცვის სამინისტროებსა და სპეცსამსახურებს შორის.

ნახეთ მეტი
Back to top button