მთავარიპოლიტიკა

საერთაშორისო ვერიფიკაციის მექანიზმების დანერგვას ალტერნატივა არ აქვს. სრ საგარეო საქმეთა სამინისტრო

აზერბაიჯანული მხარის კიდევ ერთი იაფი პროვოკაცია ადასტურებს იმ უბრალო ფაქტს, რომ საერთაშორისო ვერიფიკაციის მექანიზმების დანერგვას ალტერნატივა არ აქვს. ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში.

”დღეს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ბარდას რაიონის მიმართულებით სომხეთის ტერიტორიიდან სარაკეტო თავდასხმის შესახებ აზერბაიჯანის მიერ გავრცელებული განცხადება სრული ტყუილია. არც სრ-ის შეიარაღებულ ძალებს და არც არცახის თავდაცვის არმიას ხსენებული მიმართულებით რაკეტა არ გაუსროლიათ.

უკვე ერთი თვეა, რაც აზერბაიჯანმა დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი არცახის მოსახლეობის წინააღმდეგ, რომლის დროსაც აზერბაიჯანული მხარე იყენებს სომხური მხარის მიმართ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის მცდარ ბრალდებათა განუყოფელ იარაღს, ცდილობს თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებების მიმართ, რომლებიც მიღწეულია ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობით.

ასე მოხდა დღესაც. აზერბაიჯანულმა მხარემ კასეტური ბომბებით დაბომბა არცახის მარტუნის ოლქში ნნგის დასახლება, სადაც თავშესაფარი ჰპოვეს არცახის სხვა ნაწილებიდან დევნილმა სამოქალაქო პირებმა. თავდასხმის შედეგად არის ნგრევა და არიან დაჭრილები მშვიდობიან მოსახლეობაში.

ამავდროულად, აზერბაიჯანულმა მხარემ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია რაკეტის გასროლის შესახებ ბარდას რაიონის მიმართულებით.

აზერბაიჯანული მხარის კიდევ ერთი იაფი პროვოკაცია ადასტურებს იმ უბრალო ფაქტს, რომ საერთაშორისო ვერიფიცირების მექანიზმების დანერგვას ალტერნატივა არ აქვს.

”აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი დაჟინებით ერიდება ასეთი სისტემის დანერგვას”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button