მთავარიპოლიტიკა

ტრამპმა თქვა, რომ იგი იმედგაცრუებულია ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის დარღვევით

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ იგი იმედგაცრუებულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით. ამის შესახებ იუწყება Reuters.

”დიახ იმედი გიცრუვდება, როდესაც ასეთ რამეს ხედავ. ხედავთ რა ხდება, როდესაც თქვენს წინაშე ქვეყნებია, რომლებიც ამას დიდი ხნის განმავლობაში აკეთებენ”, – აღნიშნა ტრამპმა.

სააგენტოს ცნობით, ამერიკის ლიდერმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ სიტუაცია ნორმალიზდება.

25 ოქტომბერს, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ამერიკის შუამავლობით მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავების შემდეგ ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მესამე შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც ძალაში უნდა შესულიყო 26 ოქტომბერს.

ნახეთ მეტი
Back to top button