
აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები გულმოდგინედ აყალიბებენ ტერორისტული დაჯგუფებების ბაზებს, რომელთა მოქმედებებმა შეიძლება კიდევ უფრო გააუარესოს სიტუაცია არა მხოლოდ სომხეთისა და არცახის საზღვრებზე, არამედ სერიოზულ საფრთხე შეუქმნას მთელს რეგიონს.
როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს არცახის თავდაცვის არმიის პრესსამსახური.
”რადიოსადაზვერვო მონაცემების თანახმად, თურქეთ-აზერბაიჯანის დაქირავებულთა, ტერორისტთა ტაქტიკისა და სატელეფონო საუბრების ანალიზით, აგრეთვე სადაზვერვო ფაქტების კომბინირებით, გაირკვა, რომ ბოლო დღეებში, ფრონტის ზოგიერთ რაიონში სომხური ჯარების ტაქტიკური მიზნებისათვის გაყვანის შედეგად, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ამ ადგილებში ტერორისტული ჯგუფებისათვის გულმოდგინედ აყალიბებენ ბაზებს, რომელთა ქმედებებმა შეიძლება კიდევ უფრო გაამწვაოს მდგომარეობა არა მხოლოდ სომხეთისა და არცახის საზღვრებზე, არამედ სერიოზული საფრთხე შეუქმნას მთელს რეგიონს”, – ნათქვამია თავდაცვის არმიის განცხადებაში.