მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანი საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ფალსიფიკაციებისა და ფაბრიკაციების საფუძველზე აწყობს კამპანიას. საგარეო საქმეთა სამინისტრო

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერი ანა ნაღდალიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

”ბოლო სამი დღის განმავლობაში, მთიანი ყარაბაღის მშვიდობიან დასახლებებზე აზერბაიჯანის მხრიდან კვლავ მიმდინარეობს თავდასხმა სხვადასხვა ტიპის სარაკეტო, საარტილერიო და უპილოტოების დარტყმების, აგრეთვე საჰაერო ძალების დაბომბვების შედეგად.

28 ოქტომბრის მეორე ნახევრიდან განუწყვეტლივ ხდებოდა სტეფანაკერტის, შუშისა და მარტაკერტის სამიზნეებად გამოყენება. დარტყმები ყველაზე მეტად განხორციელდა სტეფანაკერტსა და მარტაკერტზე, რის შედეგადაც დიდი ზიანი მიეყენა მშვიდობიან მოსახლეობას, განადგურდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ეპიდემიის პირობებში დარტყმები ხორციელდება საავადმყოფოებსა და ჯანდაცვის სხვა ინფრასტრუქტურაზე. ბევრია მსხვერპლი და დაჭრილი.

აზერბაიჯანის რეჟიმის ამ დანაშაულებებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თან ახლავს თურქეთის საერთაშორისო ტერორისტების უშუალო მონაწილეობა და ემსახურება მთიან ყარაბაღში სომეხი ხალხის განადგურების მიზანს.

საერთაშორისო საზოგადოების მოწოდების და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების ძალისხმევების მიუხედავად, აზერბაიჯანი ჯიუტად უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებების შესრულებას, კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების შემოწმების მექანიზმების დანერგვას.

აზერბაიჯანმა თავისი გენოციდური განზრახვის განსახორციელებლად და მისთვის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, ამავე დროს დაიწყო საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ფალსიფიკაციებისა და ფაბრიკაციების საფუძველზე.

კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის და ეთნიკური წმენდის აზერბაიჯანის პოლიტიკა  წარუმატებლობისთვის განწირულია, ის შეხვდება არცახის ხალხის მტკიცე წინააღმდეგობას, რაც განხორციელდება თავდაცვისთვის აუცილებელი ყველა საშუალებებით”.

ნახეთ მეტი
Back to top button