მთავარიპოლიტიკა

არცახმა გამოაქვეყნა კადრები, სადაც აზერბაიჯანელების გახრწნილი გვამებია. ვიდეო

არცახის თავდაცვის არმიამ ფრონტზე დარჩენილი აზერბაიჯანული გვამების ვიდეო გაავრცელა, სადაც ასახულია მათ გამო შექმნილი კატასტროფული მდგომარეობა.

ჯერ კიდევ 10 ოქტომბერს სომხურმა მხარემ გამოაცხადა, რომ ფრონტის ზოგიერთ ნაწილში მტრის ურიცხვი გვამის გამო შეიქმნა  კრიტიკული ეპიდემიური მდგომარეობა.

ოფიციალური განცხადებების თანახმად, სერიოზული სანიტარული პრობლემა წარმოიშვა, რადგან ცხედრების დაშლის პროცესი უკვე დაწყებულია.

უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანმა ცალმხრივად უარყო შეთავაზება ცხედრების გაცვლის შესახებ, დაარღვია ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც ზედიზედ სამჯერ იქნა გამოცხადებული ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ გვამების, სამხედრო ტყვეთა და სხვა დაკავებულთა გაცვლაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button