მთავარიპოლიტიკა

”აშშ-ს პრეზიდენტი პირადად უნდა ჩაერიოს ყარაბაღში ომის შესაჩერებლად”, ჯო ბაიდენი

 აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა მოუწოდა ქვეყნის ამჟამინდელ მეთაურს, მის კონკურენტს დონალდ ტრამპს, დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან მთიან ყარაბაღში ვითარების მოსაგვარებლად, იტყობინება ,,RIA Novosti“.

”ერთთვიანი საომარი მოქმედებების შემდეგ, დროა პრეზიდენტმა ტრამპმა სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებს მიმართოს უშუალოდ დეესკალაციის მისაღწევად და აზერბაიჯანის ჯარების წინსვლა შეაჩეროს მთიან ყარაბაღში”, – აღნიშნა ბაიდენმა განცხადებაში.

მან თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი “პირადად უნდა ჩაერიოს ამ ომის შესაჩერებლად”. ბაიდენი მიიჩნევს, რომ აშშ-ს ადმინისტრაციამ უნდა “მოუწოდოს თურქეთსა და რუსეთს, შეწყვიტონ კონფლიქტის გაღვივება იარაღის მიწოდებით (თურქეთის შემთხვევაში, დაქირავებული სამხედროები)”.

”შეერთებულმა შტატებმა ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად უნდა წარმართოს დიპლომატიური ძალისხმევა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისთვის და მოითხოვოს გლობალური ჰუმანიტარული დახმარება ტანჯვის დასრულების მიზნით”, – თქვა ბაიდენმა.

მან აღნიშნა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, შეერთებული შტატები “სწორედ ამას გააკეთებს”.

1992 წლიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც თანათავმჯდომარე სამი ქვეყანა – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი ხელმძღვანელობენ. 1 ოქტომბერს რუსეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა, დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა, როგორც თანათავმჯდომარეების ლიდერებმა, განცხადება გაავრცელეს მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების შესახებ. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი მკაცრად გმობენ ძალადობის ესკალაციას კონფლიქტის ზონაში კონტაქტის ხაზზე. პუტინმა, ტრამპმა და მაკრონმა საომარი მოქმედებების დაუყოვნებლად დასრულებისკენ მოუწოდეს.

ნახეთ მეტი
Back to top button