
მთიანი ყარაბაღის დაპირისპირების მოგვარების პირველ ეტაპზე საჭიროა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა და იმ წინადადებებზე მსჯელობა,რომლებიც შემუშავებულ იქნა ეუთოს მჯ თანათავმჯდომარეების მიერ.
,,ამ საკითხის გადაჭრა ადვილი არ არის. ჩვენი პოზიცია ღიაა. საუბარია 5+2 რაიონის აზერბაიჯანისთვის გადაცემის შესახებ – ყარაბაღის სარტყელისთვის განსაზღვრული რეჟიმის უზრუნველყოფით, სომხეთთან ურთიერთანამშრომლობით. რაში მდგომარეობს და სადაა ეს გრძელვადიანი მოგვარება? ინტერესთა ბალანსის მოძიებაში, რომელიც ხელსაყრელი იქნება ორივე მხარისათვის. როგორც აზერბაიჯანის ხალხისთვის, რომელთა მიმართ ჩვენ პატივისცემით ვართ განწყობილი, ასევე რომ მხედველობაში იქნას მიღებული სომეხი ხალხისა და სომხეთის სახელმწიფოს ინტერესები. რათა ხალხმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. მაგრამ ამავე დროს შესაძლებლობა შეიქმნას რეგიონული ეფექტური განვითარებისათვის – ყველა დესტრუქციული შესაძლებლობებისთვის ბლოკადის მოხსნით და განვითარებით. რომლებიც საფუძვლად დაედება როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის და სწორედ ყარაბაღის განვითარებას“.
,,დაპირისპირება ხომ ეთნიკური ნიადაგზე დაიწყო. … და იმდროინდელმა საბჭოთა კავშირის მთავრობამ არაფერი მოიმოქმედა ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სომხებმა იარაღი აიღეს და თავად გააკეთეს ეს“,-აღნიშნა პუტინმა.