
ასობით თურქი-აზერბაიჯანელი ნაციონალისტი გამოვიდა ქუჩებში საფრანგეთში და ავსტრიაში სომხების ძებნაში. Nouvelles d’Arménie- ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ადასტურებს მრავალი მომხმარებელი, რომლებიც ვიდეოებს აზიარებენ ინტერნეტში.
გაზეთი ციტირებს საფრანგეთის ერთ-ერთი მკვიდრის ისტორიას. მისი თქმით, წუხელ ქუჩებში გამოჩნდნენ თურქული დროშებით ახალგაზრდები, რომლებიც დადიოდნენ ქალაქის ცენტრში, აჩვენებდნენ ორგანიზაციის “რუხი მგლების” ნიშანს და ყვიროდნენ: “სიკვდილი სომხებს”. მამაკაცები ყველას ემუქრებოდნენ, ვინც გაბედავდა მათ სახის ნახვას.
თავის მხრივ, “ზართონქი” აცხადებს, რომ მსგავსი სიტუაციაა ლიონში, სადაც უამრავი სომეხი ცხოვრობს. იქ თურქები და აზერბაიჯანელები სომხების ძებნაში გამოვიდნენ ქუჩებში. ისინი ძალიან აგრესიულად იქცევიან, დადიან დიდ ჯგუფებად, სხვადასხვა მუქარით მიმართავენ სომხებს. მოქალაქეები შიშისგან საკუთარ სახლებში იმალებოდნენ.
სოციალურ ქსელებში ასევე გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც ისმის სროლა, მაგრამ რა ხდება შემდეგ, გაუგებარია. ჩანს, მხოლოდ ქუჩებში მოსიარულე ხალხს მხრებზე თურქული დროშები აქვთ.
კიდევ ერთი ვიდეო გამოქვეყნდა ავსტრიის დედაქალაქ ვენადან. აღნიშნულია, რომ დაახლოებით 150 აგრესიული თურქი გამოვიდა ქუჩებში სომხების მოსაძებნად.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საფრანგეთში სომხური თემის მიერ ორგანიზებული აქციის დროს რამდენიმე თურქი სომხებს ჩაქუჩებით, ხელკეტებით და დანით თავს დაესხა. წინასწარი ინფორმაციით, თურქების თავდასხმის შედეგად დაიჭრა 10 სომეხი, მათ შორის ქალი და ბავშვი.