მთავარიპოლიტიკა

ილჰამ ალიევის ცრუ განცხადებები სომხური მხარის დანაკარგების შესახებ

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის “ვარაუდებს” სომხურ-აზერბაიჯანული მხარის დანაკარგების შესახებ რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. როგორც “არმენპრესი” იტყობინება, ინფორმაციის კონტროლის ცენტრმა შეისწავლა ალიევის ცრუ განცხადებები ,,ინტერფაქსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსულ ,,ინტერფაქსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მათი ვარაუდით, 27 სექტემბერს დაწყებულ ომში სომხურმა მხარემ 5000-ზე მეტი მსხვერპლი მიიღო. აზერბაიჯანის არმიის დანაკარგებზე საუბრისას, ეს უკანასკნელი ხაზს უსვამს, რომ სომხეთის არმიაში დაღუპულთა რიცხვი გაცილებით მეტია.

ვაცნობებთ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ”ვარაუდებს” საერთო არაფერი აქვს რეალობასთან. აზერბაიჯანის მთავრობისგან განსხვავებით, რომელიც არ აცხადებს სამხედრო დანაკარგებს და ამას ასახელებს როგორც “სამხედრო საიდუმლოებას”, სომხური მხარე საკუთარი დანაკარგების შესახებ თითქმის ყოველდღე ავრცელებს ინფორმაციას. დღეისათვის ჩვენი დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა 1065 -ია”, – აღნიშნავს ინფორმაციის კონტროლის ცენტრი.

იმის მტკიცება, რომ აზერბაიჯანის არმიის დაღუპული სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა სომხურ მხარესთან შედარებით მცირეა, სიმართლეს არ შეესაბამება.

”სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს ტექნიკურ-ადამიანურ დანაკარგებს, რომლებიც მტერმა განიცადა. ბოლო გამოქვეყნებული მონაცემებით, მტერს 6749 მსხვერპლი ჰყავს”, – აღნიშნავს ინფორმაციის კონტროლის ცენტრი.

ნახეთ მეტი
Back to top button