
ამიერიდან შეუძლებელია რა დაფაროს უდაო ფაქტი, რომ სირიიდან და ლიბიიდან სამხრეთ კავკასიის რეგიონში საერთაშორისო ჯიჰადისტი ტერორისტები შეიყვანა, თურქეთი კვლავ მიმართავს საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ტაქტიკას აშკარა ცრუ და პროვოკაციული ბრალდებებით.
”თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ბრალდებები იმის შესახებ, რომ უცხოელი დაქირავებული სამხედროები მხარს უჭერენ სომხეთსა და არცახს, ასახავს თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის უსინდისო ხასიათს”, – წერს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერი ანა ნაღდალიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
”სომხური მხარე მტკიცედ უჭერს მხარს საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების დაუყოვნებლივ გაყვანას სამხრეთ კავკასიიდან და ეწინააღმდეგება რეგიონის შემდგომ დესტაბილიზაციაზე მიმართული თურქეთის მოქმედებებს.
ჩვენ მკაცრად ვგმობთ ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების, თურქეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივ მცდელობებს, თავიანთი ქვეყნები გახადონ საერთაშორისო ტერორიზმის ცენტრი, გაავრცელონ ჭირი რეგიონში, რომელთა დაპირისპირება მოითხოვს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებში დაინტერესებული ყველა ძალების მჭიდრო თანამშრომლობას.
”სომხეთი და არცახი, ჩვენი ორი მეზობლისგან განსხვავებით, ტერორისტებს კი არ მასპინძლობს, არამედ მათ წინააღმდეგ იბრძვის”, – ნათქვამია ნაღდალიანის პოსტში.