მთავარიპოლიტიკა

ხორას მონასტერში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ფაილანმა თურქეთის კულტურის სამინისტროს მიმართა

სტამბოლის ხორას მონასტრის მოზაიკა და ფრესკა, რომელიც მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობად არის მიჩნეული, დაფარეს თაბაშირის მუყაოთი. ამის შესახებ თურქეთის პარლამენტის სომეხმა წევრმა გარო ფაილანმა დაწერა ფეისბუქზე.

”თქვენ თავს არიდებთ ამ მიწების ისტორიას, მათ ღრმა ისტორიას”, – წერს სომეხი დეპუტატი და მიმართავს თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება  სტამბოლის ხორას მონასტერი, სადაც მდებარეობს წმინდა მაცხოვრის ეკლესია, წელს მეჩეთად გადაკეთდეს.

ბიზანტიის მართლმადიდებლური მონასტერი თურქეთმა 74 წლის წინ მუზეუმად აქცია.

იგი აშენდა ჩვენი წელთაღრიცხვით მეექვსე საუკუნეში 534 წელს და ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ძეგლია სტამბოლში. 1511 წელს, კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ, თურქებმა ის მეჩეთად აქციეს.

მონასტერი ითვლება ერთ – ერთ ყველაზე სიმბოლურ ბიზანტიურ ძეგლად, რომელიც ცნობილია შედევრი ფრესკებით.

ნახეთ მეტი
Back to top button