
”მედიის შეკითხვების საპასუხოდ, მინდა მოგახსენოთ, რომ 20 ოქტომბერს პრემიერ მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას, მთიანი ყარაბაღის ყოფილმა პრეზიდენტებმა არკადი ღუკასიანმა და ბაკო საჰაკიანმა აღნიშნეს, რომ სომხეთის რესპუბლიკის პირველ და მეორე პრეზიდენტებს ლევონ-ტერ-პეტროსიასა და რობერტ ქოჩარიანს სურვილი აქვთ გაემგზავრნონ მოსკოვში, სადაც რუსეთის ელიტის წარმომადგენლებთან განიხილავენ მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებას.
ყოფილი პრეზიდენტები ვარაუდობდნენ, რომ შესაძლო ვიზიტის შედეგები უნდა განიხილონ სომხეთის ამჟამინდელი და ყოფილი ლიდერების ფარგლებში. პრემიერ მინისტრმა ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ ის ეთანხმება შემოთავაზებულ წინადადებას და არავითარ დაბრკოლებას არ უქმნის არავის, ვინც მოქმედებს სომხეთისა და არცახის საკეთილდღეოდ.
ჩვენი ინფორმაციით, ყოფილ პრეზიდენტებს ჯერ არ დაუტოვებიათ სომხეთი. ნებისმიერ შემთხვევაში, პრემიერ მინისტრი, მთავრობა, მზად არიან და არასდროს არ იტყვიან უარს მსგავსი ნაბიჯების განხილვაზე ”, – თქვა მანე გორგიანმა, სომხეთის პრემიერ მინისტრის სპიკერმა.