მთავარი

ბერძორიდან არაქსის ნაპირის მიმართულებით შესაძლებელი გახდა პოზიციების გაუმჯობესება

სამხრეთ ნაწილში, ბერძორიდან არაქსის სანაპირო ზოლის მიმართულებით, სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობდა. სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს გარკვეული პოზიციების გაუმჯობესება. ამის შესახებ გუშინ ღამით გამართულ ბრიფინგზე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვანისიანმა განაცხადა.

”დღეს საბრძოლო მოქმედებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა, მაგრამ არა დიდი ინტენსივობით”, – თქვა ჰოვანისიანმა.

მისივე თქმით, მარტუნის და ასკერანის რაიონის სოფლებში, ტყის მასებში გრძელდება სამხედრო ოპერაციები დივერსიული ჯგუფების წინააღმდეგ. დღეს ეს სამხედრო ოპერაციები მოხდა სოფელ ავეტარანოცისა და სღნახის მხარეში.

ჰოვანისიანმა თქვა, რომ მშვიდობიანი დასახლებები დღის განმავლობაში ასევე იბომბებოდა. ძირითადად გამოიყენებოდა საარტილერიო და სარაკეტო საშუალებები.

ნახეთ მეტი
Back to top button